“ფარდის ჩამოხსნის პროცესია, როდესაც „გამჭვირვალობის“ და „ლგბტ“ კანონის გაუქმებას ითხოვენ; რა შუაშია ეს კანონები არჩევნების შედეგებთან?” – მაჭარაშვილი

“ფარდის ჩამოხსნის პროცესია, როდესაც „გამჭვირვალობის“ და „ლგბტ“ კანონის გაუქმებას ითხოვენ, რა შუაშია ეს კანონები არჩევნების შედეგებთან”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ფარდის ჩამოხსნის პროცესია, როდესაც ამ ორი კანონის გაუქმებას ითხოვენ. რა შუაშია „გამჭვირვალობის კანონი“ და „ლგბტ კანონი“ არჩევნების შედეგებთან. რა გამოდის, ოთხასი თუ სამასი ათასი ხმა არ გაყალბებულა და გვევაჭრებიან? მათი აზრით, ამ კანონებს თუ გავაუქმებთ, არჩევნები ლეგიტიმური იქნება და სამასი ათასი ხმა კი არ გაქრა, კი არ გაყალბდა, თურმე, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ეკუთვნის? ოპოზიციის ეს უცხოელი პატრონები ასე ევაჭრებიან სახელმწიფოებს, მაგრამ არ გამოუვათ. „ლგბტ“ და „გამჭვირვალობის“ კანონიც საქართველოს მოქალაქის უფლებებს იცავს“, – განმარტა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები