დოღის ცხენი, რომელმაც ერი შთააგონა — Seabiscuit-ის ისტორია

Seabiscuit პატარა ცხენი იყო და ერთი შეხედვით, დოღთანაც არ უნდა ჰქონოდა სერიოზული კავშირი, მაგრამ დიდი დეპრესიის დროს მან ამერიკელების გულები დაიპყრო. ცხენის მიერ განვლილმა გზამ, აუტსაიდერობიდან ჩემპიონობამდე, Seabiscuit იმედისა და გამძლეობის სიმბოლოდ აქცია, თანაც მაშინ, როდესაც ეს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა.

1933 წელს დაბადებულ Seabiscuit-ს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ის ძალიან პატარად და ზარმაცად ითვლებოდა და დოღშიც, ძირითადად, ბოლო ადგილით ამთვრებდა ასპარეზობას. მისი თავდაპირველი მწვრთნელები ცხენში დიდ პოტენციალს ვერ ხედავდნენ და მას, ძირითადად, სხვადასხვა ჟოკეის საწვრთნელ ცხენად იყენებდნენ.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც Seabiscuit ავტომობილებით მოვაჭრე ჩარლზ ჰოვარდმა შეიძინა და ტრენერ ტომ სმიტის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა. სმიტმა დაინახა ცხენში რაღაც, რაც სხვებს შეუმჩნეველი დარჩათ. ეს ჩემპიონის მენტალიტეტი გახლდათ. სმიტისა და ჟოკეი რედ პოლარდის ხელმძღვანელობით, Seabiscuit-მა შედეგების გაუმჯობესება დაიწყო. მალე ის დოღებში იმარჯვებდა და მოლოდინებს ამსხვრევდა.

გადამწყვეტი მომენტი 1938 წელს დადგა, როდესაც Seabiscuit დაუპირისპირდა სამგზის ჩემპიონს, ცხენს, სახელად — „ომის ადმირალი“. ეს შეხვედრა ისტორიაში „საუკუნის რბოლის“ სახელით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერი იყო, Seabiscuit-მა დოღი სანახაობრივად მოიგო და ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა დოღის ცხენმა.

Seabiscuit-ის ისტორიამ აღაფრთოვანა ამერიკული საზოგადოება, რომელიც იმ დროს დიდ დეპრესიას ებრძოდა და დაანახა ადამიანებს, რომ შეუპოვრობითა და მონდომებით, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო წარმატების მიღწევაც კი შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები