აჩიკო ბერიძე: 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და მშვიდობისთვის – “პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.

აჩიკო ბერიძის თქმით, 26 ოქტომბერს ერთად გაიმარჯვებს ხალხი საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები