ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში, ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, ,,კოსტაობა” აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში, ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, ,,კოსტაობა” აღინიშნა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

“კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოღის და ჭიდაობის შეჯიბრების შემდეგ, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული და ოსური კუთხეები დაეთვალიერებინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.

,,კოსტაობას“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, მერი ჯონდო მდივნიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თამაზ ბესტაევი, მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი და სტუმრები დაესწრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუმრებთან ერთად, პოეტის მემორიალი ყვავილებით შეამკეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები