ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში – ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს საქალაქო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.