„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)

სასტუმრო „პარაგრაფში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის – „ჩემი საქართველო აქ არის“ პრეზენტაცია გაიმართა.

დღევანდელ ღონისძიებას მმართველი პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები, სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

„მოგესალმებით ყველას, დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დიდ მადლობას გიხდით ჩვენს მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს, ჩვენი გუნდის წევრებს. სულ რამდენიმე დღე დარჩა ამ პროცესის კულმინაციამდე, რასაც არჩევნების დღე ჰქვია და რა თქმა უნდა, არჩევნების დღე ეხება ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის ბედს. ყოველი არჩევნების წინ, ერთგვარი კულმინაცია გვაქვს ხოლმე, რაც უკავშირდება საარჩევნო ვიდეო რგოლს. ეს არის გენიალური ქართველი მუსიკოსის, გოგი ცაბაძის სიმღერაზე შექმნილი ვიდეო რგოლი და ტრადიციულად, წელსაც, ამ არჩევნებისთვისაც მოვამზადეთ ვიდეორგოლი. მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობს მასში, აქ არიან შემოქმედების, სპორტის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მადლობა თითოეულ მათგანს მხარდაჭერისა და ვიდეო რგოლში მონაწილეობისთვის. მთავარი, რასაც ეს ვიდეო რგოლი ეხება, არის ალბათ სიყვარული. სიყვარული ეს განსაკუთრებული გრძნობაა საქართველოსთვის და ვიღაცები არიან, ვინც ცდილობს, რომ სიძულვილი შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მთავარი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ არის სიყვარული. სიყვარული ერთმანეთის, საკუთარი ქვეყნის მიმართ და მგონია, რომ ეს არჩევნები პირველ რიგში ამას ეხება. უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე ერთმანეთის მიმართ და საკუთარი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ სიყვარულის მიმართ მიდრეკილი ხალხი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები