მერია: ბორჯომში, ე.წ. ,,პლატოზე” ფეხბურთის მოედნის, ჩოგბურთის კორტების და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ბორჯომში, ე.წ ,,პლატოზე” ფეხბურთის მოედნის, ჩოგბურთის კორტების და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე.
დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაციაა დაგეგმილი”,- წერია ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/share/Ym96br2NKkYnAyDt/