“როდესაც „თბილისი პრაიდი“ კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას აორგანიზებს, რა არის გასაკვირი, რომ იქ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს?!” – მაჭარაშვილი

“როდესაც „თბილისი პრაიდი“ კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას აორგანიზებს, რა არის გასაკვირი, რომ იქ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს?!”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“იმის მიუხედავად, რომ გუშინდელ აქციას მთელი ოპოზიცია, NGO სექტორი, უცხოური ძალები ევროკავშირისა და საელჩოების ჩათვლით, მთელი ერთი თვის მანძილზე ამზადებდა, იმის მეოთხედიც არ მივიდა, რასაც ელოდნენ.

„თბილისი პრაიდს“ ქართველმა ხალხმა არ მისცა უფლება გეი პარადი რუსთაველის გამზირზე ჩაეტარებინა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის და ასევე, ომის გაჩაღების მსურველი ორგანიზაციების აქციაზე ქართული საზოგადოების უმრავლესობა არ მივა – აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ეს აჩვენა კიდეც. 26 ოქტომბერს საზოგადოების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის მშვიდობას, ტრადიციებსა და სუვერენიტეტს ირჩევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები