ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა 104-მა სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
ახალგაზრდებს ჯილდო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა პარლამენტარმა ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
გრანტოსნების დაჯილდოება ქუთაისის მერიის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.