“არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
გარდა ამისა, პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ ნიკა გილაური ზურაბიშვილის მიერ შერჩეული, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
„პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და გილაურმა დღევანდელ შეხვედრაზე, უცნობია.