კატარის ამირა – ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი გზა ღაზაში ომის დასრულებაა

ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი ღაზაში ომის დასრულებაა, – ამის შესახებ კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ განაცხადა.

„ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ღაზაში ომის დასრულებაა. პალესტინელ ხალხთან, რომელიც თავის ლეგიტიმურ უფლებებს იცავს, ნგრევა არ იმუშავებს“, – განაცხადა კატარის ამირამ.

შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის თქმით, ისრაელმა აგრესიის მასშტაბი მიზანმიმართულად გაზარდა, რადგან მისთვის ეს ხელმისაწვდომი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები