ჩუღურეთის რაიონში მდებარე, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში 170 კიპარისი დაირგო
“12 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“- საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯთან (ხელმძღვანელი იღუმენია თეკლე სიხარულიძე) ერთად თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიება განახორციელა”, – ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
“ტაძრის ირგვლივ დაირგო 170 კიპარისი, რომელიც შექმნის ბუნებრივ გალავანს.
აღნიშნული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით იმ ოჯახებისა და ექიმების შემოწირულობით აიგო, რომელთაც აბორტის ცოდვის გამო სურდათ სინანულის გამოხატვა”, – წერია ინფორმაციაში.