“მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს” – კირცხალია

“როდესაც მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს, ამაში გასაკვირი არაფერია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ბორელის განცხადებას ყველაზე რბილადაც არ ვიცი რა უნდა ვუწოდო – ეს განცხადებები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტისაც აღარ არის. მით უმეტეს ვის გვადრიან? გვადრიან ქვეყანას, რომელიც თუ არ ვცდები, ისევ „დესეთეს“ წევრია და ქვეყანას, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ჩამორჩება საქართველოს. ამის შემდეგ როდესაც ასეთი ორგანოდან, მაღალი წარმომადგენლობის ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან მიმართებით, ეს მინიმუმ შეურაცხყოფაა ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, მიზანი ისევ ერთია – იმ ლობისტების ჯგუფს კიდევ ახალი სახელი და გვარები ემატება, რომლებიც ღიად არიან ჩართულები დესტრუქციული ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში. ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან. ამ ვიწრო ჯგუფებს და მათ მიერ ლობირებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, განსაკუთრებით ასეთი სამმაგი, ოთხმაგი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ღირსეულ პასუხს გასცემს“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები