დასავლეთის ზოგიერთმა კომპანიამ საარტილერიო ჭურვების წარმოება გაზარდა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავდაცვის კომპანიებმა საარტილერიო ჭურვების, სარაკეტო ძრავების და სხვა ტიპის შეიარაღების აქტიური გამოშვება დაიწყეს, რათა შეავსონ მარაგი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო დაიხარჯა,- ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტი ტომ უოლდვინი ამბობს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ომის წინ პერიოდთან შედარებით, საარტილერიო ჭურვების გამოშვების ტემპი 10-ჯერ გაზარდა.
დასავლური სამხედრო საწარმოთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გრძელვადიანი და მასშტაბური კონტრაქტები სჭირდებათ.
იარაღის და საბრძოლო მასალების წარმოებას რუსეთიც ზრდის. ჩრდილოეთ კორეის დახმარებით, რუსეთის ფედერაციას ფრონტზე დღეში 10 000 ჭურვის გამოყენება შეუძლია. გამოცემის ცნობით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს დიდი სერიოზულობით ეკიდება.