ნიკა ელისაშვილი: 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის – „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ვაზისუბანსა და ელიაზე მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ისანში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
„შეხვედრები მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო. ამ ადამიანებისათვის აქტუალური საკითხები ჩემთვის უცხო არ არის, რადგან მეც აქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. შევთანხმდით, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის,“- განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.