ბადრი ჯაფარიძე: მთავარია, ახლა ყველა ფოკუსირებული ვიყოთ არჩევნებზე

“მთავარია, ახლა ყველა ფოკუსირებული ვიყოთ არჩევნებზე, შემდეგ კი, ქარტიის სულისკვეთებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და დავუბრუნდებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხის განხილვას”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდად უნდა ჩაიაროს.

„მე შემიძლია, გითხრათ „ძლიერი საქართველოს“ პოზიციის თაობაზე, რომ პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, დაასახელოს კანდიდატი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მინდა, გამოვხატო „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია, რომელიც გამოხატავს დიდ პატივისცემას მისი ძალისხმევის მიმართ. ძალიან დიდ როლს ასრულებს პრეზიდენტი ამ ძალიან რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ან სხვა მინისტრობის კანდიდატებს, ვფიქრობთ, ახლა მთავარი არის 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება. შემდგომ, ჩვენ ქარტიის სულისკვეთებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, დავუბრუნდებით ამ თემის განხილვას, მაგრამ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა, ვინ უნდა იყოს შემდგომი მთავრობის თავმჯდომარე. ამიტომ, მთავარია, ახლა ყველა ვიყოთ ფოკუსირებული არჩევნებზე. 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა ჩაიაროს მშვიდად. ქართველი ხალხის ნება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები