“რადიკალურ ოპოზიციას 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს, მათგან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უხერხულია” – იონათამიშვილი
“რადიკალურ ოპოზიციას 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს, მათგან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უხერხულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონაც არ იციან, რას მოაწერეს ხელი. ეს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობას და უსამშობლობას უსვამს ხაზს. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, რადგან მათ 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვთ. არა ტექნიკურ მთავრობას, არამედ ლეგიტიმურ მთავრობას ხალხი დაასახელებს და ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს. შესაბამისად, ისინი ამ საუბრებით საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური და მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ გაუადვილებენ. სინამდვილეში, ტექნიკური მთავრობა ნიშნავს საქართველოში არეულობას, ესკალაციას და პროცესების დაძაბვას. ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ისეთი მთავრობა უნდათ, რომ საქართველოს ძირი გამოუთხარონ. ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.