„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს ქვეყანაში ფსევდოლიბერალური უმცირესობის მიერ მოწყობილ ვერბალურ ტერორს, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
“უკვე 12 წელია აგრესიული უმცირესობა ყველა დაუშვებელ ფორმას იყენებს იმისთვის, რათა გაბატონდეს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ უმრავლესობაზე”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
აქვე ვკითხულობთ, რომ ფსევდოლიბერალიზმმა საქართველოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რასაც ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს, თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
ფსევდოლიბერალიზმმა საქართველოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა და რამაც ნებისმიერ დროს შესაძლოა იმდენად მძლავრი უკურეაქცია გამოიწვიოს, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავის დაცვა, თუნდაც ყველაზე მკაცრი ფორმებით.
ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს ქვეყანაში ფსევდოლიბერალური უმცირესობის მიერ მოწყობილ ვერბალურ ტერორს და მათი პოლიტიკოსი ლიდერების მუდმივ მცდელობას, ძალაუფლება ისევ მიიტაცონ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ფსევდოლიბერალიზმის პირობებში, დამნაშავე რეჟიმის დაუსჯელობის სინდრომმა შესაძლოა ნებისმიერი ტრაგედია კრებსითი ნაცმოძრაობისთვის ხელისუფლების დამხობის იარაღად აქციოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების თანახმად, უსამშობლო აგენტურას, გასული წლების განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა, ესენია გარე პატრონები და მათი ამომრჩეველი, რომელსაც „სექტას“ უწოდებენ.
„უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა − გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი. ყოველ არჩევნებზე კრიმინალურ პოლიტიკურ რეჟიმს მართალია მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობის მანდატები ეძლევათ. 9 არჩევნებია კრებსითი ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ ოპოზიციიდან აგრძელებს საზოგადოების უმრავლესობის ტერორს, რაც სრულად არის მხარდაჭერილი მათი გარე პატრონების მიერ და რაც დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში.