“ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას” – იონათამიშვილი

“ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რას ამბობს და შემდეგ გააკეთოს განცხადება.

„შესაბამისად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რას ამბობს და შემდეგ გააკეთოს განცხადება, რადგან ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ერთი რეაქცია ექნება და ეს იქნება უარი იმ მცდელობებზე, რომ ამ განცხადებებით რაღაც პულსი მისცენ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს. ეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. შემდეგ ყველას მოუწევს, პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს და ეს „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა იქნება.

საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები აქამდეც ყოფილა, თუმცა, ქვეყნისთვის ბოდიში მოუხდიათ და უღიარებიათ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები უსამართლო იყო. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის შემდეგ ბოდიშის მოხდა კიდევ მოუწევთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები