საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-სექტემბერში 3.7 პროცენტით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 779.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია.

შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს.

აქედან ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 4.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 992.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 3.6 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 205.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები