“მადამ მავნებელს დაკვეთა აქვს, რომ როგორმე გააერთიანოს ქარტიის ეგიდით ეს უსამშობლოები და ა.შ. ისინი ემზადებიან ქაოსისთვის” – ზარქუა

“მადამ მავნებელს, როგორც გინდათ დაარქვით, დაკვეთა აქვს, რომ როგორმე გააერთიანოს ქარტიის ეგიდით ეს უსამშობლოები და ა.შ. ისინი ემზადებიან ქაოსისთვის, ჩვენ ხომ ვიცით”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს..

“მადამ მავნებელს, როგორც გინდათ დაარქვით, დაკვეთა აქვს, რომ როგორმე გააერთიანოს ქარტიის ეგიდით ეს უსამშობლოები და ა.შ. ისინი ემზადებიან ქაოსისთვის, ჩვენ ხომ ვიცით. პრეზიდენტი გვყავს, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია, რას უნდა მოველოდოთ?! სალომეც, ხაზარაძეც, გახარიაც – ეს არის ერთი დიდი გუნდი მავნებლების, რომელიც 26 ოქტომბერს პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდება,“ – აცხადებს  ზარქუა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები