ესპანეთის პრემიერ-მინისტრი – საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელის მთავრობისთვის იარაღის ექსპორტი უნდა შეაჩეროს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დღეს, ებრაელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე გაეროს სათვალთვალო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.
„მგონია, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საგანგაშოა და საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელის მთავრობისთვის იარაღის ექსპორტი უნდა შეაჩეროს“, – აცხადებს სანჩესი.
როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა დასძინა, მისმა ქვეყანამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა 2023 წლის ოქტომბრიდან შეაჩერა. ის მოუწოდებს მსოფლიოს, ესპანეთის მაგალითი გაიზიაროს, რათა ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან აიცილონ.