შარლ მიშელი – “მოვუწოდებთ ისრაელს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს პატივი სცეს”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე თავდასხმები მიუღებელია.

„გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა არის უპასუხისმგებლო, მიუღებელი ქმედება და ამიტომ, მოვუწოდებთ ისრაელს და ყველა მხარეს, სრულად სცენ პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე, გაერო-ს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ შტაბ-ბინას სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ორი ინდონეზიელი დაიჭრა.

მომხდარს გაერო-ში ინდონეზიის ელჩი, ჰარი პრაბოვო გამოეხმაურა

“ინციდენტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აყენებს ისრაელი თავის თავს საერთაშორისო კანონზე, დაუსჯელობასა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე მაღლა“,- განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები