“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ – კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ძირითადი აქცენტი დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. იმსჯელეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და ევროინტეგრაციის გზაზე მშვიდობით სვლაზე.