პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და „ქართული ოცნების“ გუნდის გამარჯვების აუცილებლობაზე.
„ჩვენი მიზანია ჩვენი სათქმელი გლდანის რაიონის თითოეულ მცხოვრებთან მივიტანოთ და ამ პროცესში გავიგოთ მათი საჭიროებები, ასევე, მათთან ერთად განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.