“ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ მმართველ გუნდს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ისტორიაში, რადგან არჩევანი ნათელია – საქართველო ირჩევს მშვიდობას ან ომს. ვარლამ ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და აღნიშნა, რომ ეს არის რეალისტური გეგმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნების პირობებში სრულად განხორციელდება.
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე ესწრებოდა.