ირაკლი ხელაძე: მოსახლეობასთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრიორიტეტული
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის დელეგატი ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა, ასევე, შეხვედრები გაიმართა ბენდელიანისა და რიონჰესის ქუჩის მცხოვრებლებთან.
„მოსახლეობასთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრიორიტეტული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დევნილთა დასახლებებში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
დელეგატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ესწრებოდა.