იოავ გალანტი: ისრაელის პასუხი სასიკვდილო სიურპრიზი იქნება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ირანის შეტევა აგრესიული იყო, მაგრამ ისრაელის პასუხი სასიკვდილო სიურპრიზი იქნება,- აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია წერს.
“ჩვენი პასუხი იქნება ლეტალური, ზუსტი და რაც მთავარია, განსაკუთრებით გასაკვირი. ისინი ვერ გაიგებენ, რა მოხდა და როგორ. ამ საკითხზე სარდლობის მთელი ჯაჭვია ჩართული და ორიენტირებული“, – აცხადებს გალანტი.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელს 1-ელი ოქტომბრის საღამოს 200-მდე ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს.
ისრაელის შეიარაღებულ ძალების ცნობით, ირანი ათასობით ისრაელელის მოკვლას ცდილობდა.