ზელენსკი: გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი ევროპაში გეოპოლიტიკურ სიზუსტეს ეხება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი ეხება ევროპაში გეოპოლიტიკურ სიზუსტეს და ნატოს გაძლიერებას, განსაკუთრებით უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დუბროვნიკში (ხორვატია) იმართება.

„გეგმის პირველი პუნქტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, მოგვარდება თუ არა ევროპაში გეოპოლიტიკური სიზუსტის დეფიციტი. აქვს თუ არა უკრაინას ადგილი ნატოში? თუ „დიახ“, და ეს სათანადოდ დადასტურდება – პუტინი გეოპოლიტიკურად წააგებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ევროპას აქვს საზღვრები, დამოუკიდებელი ერები და თითოეულ ერს აქვს უფლება აირჩიოს თავისი მომავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები