რუსეთში 13 წლის გოგონა 2 მცირეწლოვანი დის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

რუსეთში, სამარის ოლქში 13 წლის გოგო ორი მცირეწლოვანი დის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

როგორც გამოცემა TASS წერს, მოზარდი ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაში, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადაყვანილი.

ბინაში 2 და 5 წლის ბავშვების ცხედრები 8 ოქტომბერს იპოვეს. მათ მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

რუსული მედიის ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოზარდი მათი ნახევარდა იყო და უფროსებს ის გოგონების სამეთვალყურეოდ ჰყავდათ დატოვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები