„ჩემი შთაგონება არის დიდი შედეგის მოლოდინი, სურვილი იმისა, დავინახო ადამიანების გახარებული და მადლიერი სახეები“…

თბილისში მხატვარ გურამ მღებრიშვილის დაიბადა.  სამხატვრო განათლება არ მიღია. თუმცა, ამბობს, რომ ვინაიდან ოჯაში  ყველა პროფესიონალი მხატვარია, დიდი სკოლა გაიარა.
სხვადასხვა ეტაპზე ნამუშევრებ განსხვავებულ ჟანრში ქმნიდა, მაგრამ  მალევე მისი სერიოზული ყურადღება მიიქცია პორტრეტების შექმნამ.
საშუალო და უმაღლესი განათლება, საბანკო-საფინანსოს განხრით მიიღო.
დაამთავრ სამუსიკო სკოლაც. რამდენიმე წელ გალობდ სხვადასხვა ტაძარში. ამასთანავე, მუშაობდა ვიზაჟისტად და სტილისტად.
ყავს მეუღლე და 5 შვილი. ამჟამად უმეტეს დროს ბავშვების აღზრდას უთმობს, ასევე ხელოვნებას, პორტრეტების შექმნას.
 ბოლო რამდენიმე წელია  იღებ დაკვეთებს პორტრეტებზე. – ეთერ მღებრიშვილის პერსონა.

– თბილისში, მხატვარ გურამ მღებრიშვილის ოჯახში დაიბადეთ. რა იყო საინტერესო ბავშვობიდან? მამამ ალბათ დიდი როლი შეასრულა, რომ ხელოვნება გყვარებოდათ?
– თბილისიდან რუსთავში გადმოვედით, რადგან მამა დაინიშნა რუსთავის თეატრის დამდგმელ მხატვრად, სადაც 41 წელი დაყო. ღრმა ბავშვობიდან ყოველთვის თან დავყავდი. ეს მოიცავდა მთელ მის საქმიანობას თეატრში და შემდეგ უკვე უკლებლივ ყველა სპექტაკლზე დასწრებას, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ფაქტობრივად გარკვეული პერიოდი  თეატრში ვიზრდებოდი.
როგორც კი დამოუკიდებლად  შევძელი სიარული, თითქმის დროის დაუკარგავად ვისარგებლე მამის ოთახიდან გასვლით და მის ახლად გამზადებულ პალიტრაზე დატანილ საკმაოდ მიმზიდველად გამომზირალ ფერებს გავუსინჯე გემო.  სწორედ მაშინ „მოვიწამლე“ დიდი მხატვრობით.
დედაც დაჯილდოებულია მხატვრობის ნიჭით.
– ოჯახში ყველა მხატვარი იყო…
– მამა არა მხოლოდ სცენოგრაფი, არამედ ხატმწერიც არის. მოხატა 17 ეკლესია და აქედან, ცხრა ჩემს ძმასთან ერთად. ამავდროულად, ნამუშევარი აქვს ხეზე კვეთაში, ჭედურობაში, ქანდაკებაში და ა. შ.
უფროსი და პროფესიით დიზაინერია. მისი აბიტურიენტობის დროს ერთად დავდიოდით აკადემიაში და შემდეგაც ამ შთამბეჭდავ გარემოში გამართული ლექციების ხშირი ვიზიტორი ვიყავი.
უმცროსი დაც ხატმწერია.
ფაქტობრივად, თეორიული და პრაქტიკული სწავლებიდან გამო ოჯახიდან გაუსვლელად მივიღე  უმაღლესი სამხატვრო განათლება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თავად მხატვრებიც კი ყოფილან მამაჩემთან კონსულტაციის მისაღებად… და, ბუნებრივია, ყოველივე ეს გამოიწვევდა ჩემში დიდ ინტერესს და მიბიძგებდა კონკრეტული საქმიანობისაკენ.
ამ ეტაპზე ჩემი ყურადღება პორტრეტის ჟანრმა მიიქცია, სამომავლოდ ვნახოთ, რა იქნება…
პორტრეტი, მისი ყველა დეტალით და განსაკუთრებით მისი თვალები, გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას, უნიკალურობას, რაც ყველაზე მთავარია, მსგავსების მხრივ, ეს მიზიდავს ამ ჟანრში.
–  შეკვეთების გარდა ვის ხატავთ?
– შეკვეთების გარდა, ძირითადად ვხატავ ახლობლებს, ოჯახის წევრებს…
თითოეული ადამიანი, ცალკე აღებული, უნიკალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია ფურცლის თუ ტილოს ზედაპირზე ავსახო ამ ადამიანის ბუნება-ხასიათი და შინაგანი სამყარო, მისი იმწუთიერი განწყობა, რასაც ყოველთვის ვაღწევ. ამ მომენტს თავადვე აღნიშნავენ პორტრეტის ობიექტები.

ლუკას პორტრეტი

– ერთი ნახატის ისტორია…
– პირველი პორტრეტი ფერში დაკავშირებულია ჩემს უფროს ბიჭთან, რომელიც გარდაცვლილია.
პორტრეტი შესრულებულია საკმაოდ რთული მასალით – ცხიმიანი პასტელით, რომლის მონასმების წაშლაც არ ხდება. ეს პორტრეტი პაუზის გარეშე დავასრულე…
– შთაგონება?
– ჩემი შთაგონება არის დიდი შედეგის მოლოდინი, სურვილი, დავდო ჩემი მაქსიმუმი და დავინახო ადამიანების გახარებული, კმაყოფილი და მადლიერი სახე.
– რით ხატავთ და რამდენ ხანს უნდებით ერთი ნამუშევრის დახატვას?
– ვხატავ სხვადასხვა მასალით. ბოლოდროინდელი ნამუშევრები უმეტესად შესრულებულია ფანქრით, ნახშირით, პასტელით, ფერადი ფანქრებით, აკრილით…
ზოგადად, ხატვა დაუსრულებელი პროცესიც შეიძლება იყოს, დროის ფაქტორი პირდაპირ დამოკიდებულია დაკვეთის მოთხოვნებზე, მის სირთულეზე, ზომებზე…

დაუსრულებელი პორტრეტი

– სამუსიკო სკოლა დაამთავრეთ და ტაძარშიც გალობდით….
– ჩემთვის მუსიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია ხატვის ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის დროს.
ამაღლებს გუნება-განწყობას და უფრო ლაღი და ხალისიანია საქმიანობა. გონება უფრო დადებით და თავდაჯერებულ იმპულსებს გამოსცემს, ხელიც გონებას ემორჩილება ამავე შემართებით.
– ხუთი შვილის დედა ხართ. როგორ ასწრებთ ყველაფერს – ხატვას, ოჯახის საქმეებს, შვილების მიხედვას,  სამსახურს?
– საკმაოდ დიდი ფიზიკური და მორალური დატვირთვის ფასად. ამ შემთხვევაში, რადგან შვილებიდან სამი მცირეწლოვანია, – დიდ დროს ვუთმობ დღის პერიოდში და მიწევს ღამის მშვიდ საათებში შრომა უძილობის ფასად.
ხატვის პროცესი და მზრდადი შედეგის ხილვა დიდი სიამოვნება არის.
– ჰობი…
– ჰობი, ბავშვობაში: სამეჯლისო, თანამედროვე, ესპანური ცეკვები… ახლა ოჯახის სტილისტობა, ჩემს სახლთან მდებარე ტერიტორიაზე პატარა ბაღის, ყვავილნარის მოვლა…
– რას ინატრებდით?
– მშვიდობას ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის, და, საკუთრივ – დიდ მიღწევებს და წარმატებას…
– ალბათ გეხმარებათ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მატერიალურად…
– როდის როგორ. რატომაც არა… გააჩნია დაკვეთის ღირებულებას…
– მეუღლე, შვილები… თუ ხატავენ შვილები?
– მეუღლე ხელოვანია, მისი ერთ-ერთი პროფესიაა – ხეზე მხატვრული ჭრა, დაამთავრა თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი. ბავშვებიც ბუნებისგან საკმაოდ დაჯილდოებულები არიან მხატვრული ნიჭით.
– გამოფენები… გეგმები.
– გამოფენები, რა თქმა უნდა, იგეგმება და გეგმებიც წინსვლას და წარმატებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები