“ქართული ოცნების” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პეკინის N41-ში შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების” მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე. ასევე ქვეყნის მიერ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

დელეგატის თქმით, ამ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

„მჯერა, რომ თითოეული მათგანი თავიანთ სახლებში დაბრუნდება და ეს მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და ურთიერთშერიგებით მოხდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები