პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი იქნება.

მათივე ინფორმაციით, პუტინი, მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც მიიღებს.

ცნობისთვის, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები