,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან, ვაკის მაჟორიტარ – ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ჭავჭავაძის N75-ის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„მიხარია, რომ ჩემთვის ძალიან ბევრ ნაცნობ და ახლობელ ადამიანს ვხვდები, ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, ჩვენც, მთელი გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავითვალისწინოთ მოსახლეობის პრობლემები და ვიმოქმედოთ მათ გადასაჭრელად.
მოხარული ვარ, რომ ჩემი მრავალწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე ხელს ვუწყობ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას მოზარდებისთვის და ამას მომავალში კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებ,“- განაცხადა ზუკა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები