დავით მათიკაშვილი: არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გახარიას პარტიას მისი წევრები ტოვებენ
,,არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გახარიას პარტიას მისი წევრები ტოვებენ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი გახარიას გუნდიდან ირაკლი ჩხაიძის წასვლის ფაქტს.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტი არავის უნდა უკვირდეს.
„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გახარიას პარტიას ტოვებენ მისი წევრები, რადგან ღალატის ტყუილისა და სიცრუის მორევში, სადაც გახარია ამყოფებს ამ თავის მცირერიცხოვან მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს, ბუნებრივია, იქ გაძლება საკმაოდ რთულია. ამიტომ ასეთი ფაქტი კიდევ თუ იქნება, ნურავის გაუკვირდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ირაკლი ჩხაიძემ პარტია დატოვა.