ბოსნია-ჰერცოგოვინაში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ბოსნია-ჰერცოგოვინაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა. მასშტაბურ სტიქიას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ამ დრომდე ებრძვიან,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

წყალდიდობამ ათობით დასახლება დატბორა. გარკვეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა. განსაკუთრებით რთული ვითარება ჯაბლანიცის მუნიციპალიტეტშია, სადაც წყალდიდობამ საავტომობილო გზები და რკინიგზა დააზიანა.

ამის გამო, რიგ დასახლებებთან კავშირი ამ დრომდე შეუძლებელია.

საგანგებო სხდომაზე ბოსნიის ცენტრალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისთვის თანხებს გამოყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები