ანა კაკაბაძე: ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ანა კაკაბაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და მიმდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ანა კაკაბაძემ აღნიშნა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები თავისი არსით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.

„ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ და ამასთანავე საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ყველა ახალგაზრდას მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიაში ათასობით ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ირჩევენ მშვიდობას და საკუთარი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას ცდილობენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვირჩევთ მშვიდობას, ევროპას. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველივე დღიდანვე არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში და ასევე იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ყოველდღიურად უერთდებიან ჩვენს რიგებს“, – აღნიშნა ანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები