ოთარ გრიგოლია: უავტორიტეტო საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად პოლიტიკურ ველზე სხვა ქვეყნები აქტიურობენ და მათ პოლიტიკურ კაპიტალში ქულებს უგროვებენ

იმდენად უავტორიტეტო და ურეიტინგოა ქართული ოპოზიცია, რომ მათ მაგივრად წინასაარჩევნო კამპანიას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აწარმოებენ, ეს კი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური და წარმოუდგენელი შემთხვევაა, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.

„ჩვენს ოპონენტებს და მათ დამკვეთებს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიმშვიდე არ მოსწონთ და ცდილობენ სიტუაციის არევას. საბედნიეროდ, არაფერი გამოსდით, რადგან არანაირი ავტორიტეტი აღარ შემორჩენიათ“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ აბსურდს ქვეყანაში მალე ადგილი აღარ ექნება.

„ვიმედოვნებ, რომ ყველასთან, მათ შორის იმ მხარეებთანაც, რომლებიც ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან, გამოვნახავთ საერთო ენას ურთიერთობისთვის და ისეთ აბსურდს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება, როდესაც საარჩევნო სუბიექტები პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური დღის წესრიგით პოლიტიკურ ველზე არ აქტიურობენ და მათ მაგივრად ქულების დაგროვებას მათ პოლიტიკურ კაპიტალში სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს“, – დასძინა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები