“ჰეზბოლას” ლიდერი, ჰასან ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს
„ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერი, ჰასან ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს იმის გამო, რომ საჯარო დაკრძალვის ცერემონია ისრაელის სამიზნე არ გამხდარიყო,- ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ს წერს
„ჰასან ნასრალა დროებით ადგილას დამარხეს, სანამ გარემოებები დაკრძალვის საჯარო ცერემონიის ჩატარების საშუალებას არ მოგვცემს“, – აცნობა „ჰეზბოლასთან“ დაახლოებულმა პირმა AFP-ს.
შეგახსენებთ, ჰასან ნასრალა გასულ კვირას მოკლეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ნასრალას ლიკვიდაცია მისი ბრძანებით განხორციელდა.