არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ხაზარაძემ იზრუნოს რომელიმე მოქალაქეზე და პრეტენზია ჰქონდეს ქვეყნის მართვაზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც, ქართველი ხალხის ჯიბიდან მილიარდ ნახევრის ამოღებას ცდილობდა

,,მესხეთში უნიკალური ქართული ჯიშის ვაზის კვლავ აღორძინება შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხაზარაძემ არ მოუარა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ,,ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და იდენტობის საფუძველია ვაზი და ღვინო და როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს არ უვლის, როგორ შეიძლება მან იზრუნოს რომელიმე მოქალაქეზე და მით უმეტეს პრეტენზია ჰქონდეს ქვეყნის მართვაზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქართველი ხალხის ჯიბიდან მილიარდ ნახევრის ამოღებას ცდილობდა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაზის ტერასების განადგურებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები