“ქართული ოცნების” მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა ზემო ფონიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა ზემო ფონიჭალა N11-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები