გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სარეცხის გაფენისას ფეხი დაუცდა და აივნიდან გადმოვარდა.
შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.