თბილისში, მდინარე მტკვარში ბორანი გაიჭედა
თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ბორანი გაიჭედა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბორანზე ორი ადამიანი იმყოფება.
უწყების ცნობით, ბორანი დაფიქსირებულია და ადამიანების გამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.