ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები