კირცხალია – როთის ინიციატივაზე: ეს არის ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა

„ეს არის უხეში დარღვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, დაუფარავად, თავხედურად და უტიფრად ერევა შენი ქვეყნის შიდა საქმეებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც მიხაელ როთის ინიციატივას გამოეხმაურა.

როთი წინასაარჩევნო პროცესში ერთვება და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს.

“ეს არის ჩვენი კონსტიტუციის შეურაცხყოფა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა”, – აცხადებს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები