პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი, აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ცინცაძის ქუჩაზე შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
დელეგატის თქმით, მოქალაქეები ინდივიდუალური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მიმართ.