,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან, ვაკის მაჟორიტარ – ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ახალდაბისა და წყნეთში, არსენას ქუჩა N36-ის მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე მოსახლეობას გააცნეს სამომავლო გეგმები.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ძირითადი აქცენტი დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა.
„ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, გამორჩეული და მნიშვნელოვანი არჩევნები გველის 26 ოქტომბერს. შევახსენეთ მოსახლეობას რომ ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა ზუკა რურუამ.