კონსტანტინე გამსახურდია „ისრაელის სახლის” დამფუძნებელს – იციკ მოშესა და „ისრაელის სახლის” დირექტორს – გიორგი ბერნშტეინს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია „ისრაელის სახლის” დამფუძნებელს – იციკ მოშესა და „ისრაელის სახლის” დირექტორს – გიორგი ბერნშტეინს შეხვდა.
„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თელ-ავივის ჟაბუტინსკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა კონსტანტინე გამსახურდიას შეხვედრა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. შეთანხმდნენ მომავალ ვიზიტებსა და მემორანდუმზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჟაბუტინსკის ინსტიტუტს შორის შეიძლება გაფორმდეს.
იციკ მოშემ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობებს იწყებდა და 1990 წელს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ებრაული საერთაშორისო ორგანიზაცია „სოხნუთის“ ხელმძღვანელს სიმხა დინიცს შეხვდა. შეხვედრას ბატონი იციკიც ესწრებოდა.
კონსტანტინე გამსახურდიამ სტუმრებს საჩუქრად ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადასცა“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.