უჩა აბაშიძის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა – ის კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს

ბლოგერ უჩა აბაშიძის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბი-დოსკოპიური ექსპერტები, ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის თქმით, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რის გამოც დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, რომლებმაც დაადასტურეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. დახურულია სხდომა, შესაბამისად შინაარსობრივ გარემოებებზე ვერ გესაუბრებით. გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა და შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ წარმოადგენს მოწმეებს,“ – აცხადებს პროკურორი.

როგორც აბაშიძის ადვოკატი განმარტავს, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა.

“ვფიქრობ, რომ დაცვის მხარისთვის ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა დაკითხვის პროცესში. მოწმეთა ჩვენებაში გამოიკვეთა არათანმიმდევრულობა, მათ შორის პროცედურის უცოდინრობა, მათ შორის მოწმეები თავის ჩვენებაში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რომლებიც მათ ჰქონდათ დადასტურებული გამოძიების ეტაპზე”, – აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძეს და მარიამ იაშვილს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება/შენახვას, ასევე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებიან. აბაშიძე კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები