„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“- „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ – გიზო ვასაძესთან ერთად, მოქალაქეებს „ბუკიას ბაღში“ შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნუცუბიძის ქუჩა N46-ში მაცხოვრებლებთან.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ყოველდღიური შეხვედრებისას მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ვგრძნობ. სწორედ, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთად, დამაჯერებლად, გავიმარჯვებთ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.